ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს

19 მაისი, 2026 • Newpress • 8

საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს

გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ნიგერიის, ეგვიპტის, ნეპალის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სუდანის, იორდანიის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 62 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.