ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის დღეს ბოლო ზარი ირეკება

20 მაისი, 2026 • Newpress • 11

საქართველოს სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის დღეს ბოლო ზარი ირეკება

სკოლის დამთავრებას მათ პრემიერი ულოცავს.

საქართველოს სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის დღეს ბოლო ზარი ირეკება.

ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, მათ ქვეყნის პრემიერი ულოცავს.

„ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას“, – დაწერა კობახიძემ ფეისბუკის გვერდზე.

სკოლის დამთავრებას ახალგაზრდებს ასევე განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ულოცავს.