May 21, 2026

ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა, 2.8 მილიარდი ლარი საშემოსავლო გადასახადიდან შევიდა

ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა, 2.8 მილიარდი ლარი ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადიდან შევიდა, – ეს 2026 წლის 4 თვის მონაცემებია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის ბიუჯეტის 4 თვის შესრულების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაციაში იკითხება.

უწყების ცნობით, მეორე ადგილს დამატებული ღირებულების გადასახადი იკავებს 2.7 მილიარდი ლარით.

2026 წლის იანვარ-აპრილში ცენტრალურ ბიუჯეტში შესული გადასახადები ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი – 2,819,259,800 ლარი.
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – 2,719,764,800 ლარი.
  • მოგების გადასახადი – 1,211,306,000 ლარი.
  • აქციზი – 744,497,700 ლარი, 6 თვის გეგმის 61.5%;
  • იმპორტის გადასახადი – 51,052,100 ლარი, 6 თვის გეგმის 70.9%.

მიმდინარე წელს ყველაზე მნიშვნელოვანი საგადასახადო ცვლილება ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადს უკავშირდება. 6 წლამდე და 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟების აქციზის გადასახადი 560%-ით გაიზარდა.