სოფელ კურსებში, სადაც 2 თვის წინ მეწყრული პროცესები განვითარდა, დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, მდინარის პირას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით ეწყობა 7 მეტრი სიგანის ორმხრივი მოძრაობის დროებითი გზა. პარალელურად დაგეგმილია ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტის მომზადება. საპროექტო სამუშაოები გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დაიწყება. „ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. სამუშაოები, საავტომობილო გზაზე არსებული მაღალი საავტომობილო ნაკადის მოძრაობის გამო, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, მოძრაობა შემოვლითი გზით ხორციელდება, რაც გადაადგილების დროს და ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის, დროებითი გზა კი არსებულ პრობლემას მოაგვარებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე, სოფელ კურსებში დროებითი გზის მოწყობის სამუშაოების დასრულება დაგეგმილია ერთი თვის ვადაში”, – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
May 21, 2026
სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზის მოწყობა მიმდინარეობს