ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

როდის ამატებს რკინიგზა თბილისი-ქუთაისის მიმართულებით რეისებს

22 მაისი, 2026 • Newpress • 17

როდის ამატებს რკინიგზა თბილისი-ქუთაისის მიმართულებით რეისებს

მთავრობა რკინიგზის განახლების ორწლიან გეგმაზე საუბრობს.

საქართველოს რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულებით რეისებს ამატებს, – მის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ზაფხულიდან ბათუმის მარშრუტი ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ოთხსაათიანი გახდება

„მიმდინარე წლის ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაემატება ახალი რეისები. მთავრობა რკინიგზის განახლების ორწლიან გეგმაზე საუბრობს.