საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას: 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს.
მათივე ცნობით, ამ თარიღთან დაკავშირებით წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იქნება და პირველად, წვევამდელები ფიცს დადებენ თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან.
17:10 საათზე მთელ ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალაკონცერტებით დასრულდება.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, სტუმრებს სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები დახვდებათ.
პროგრამა:
11:00-18:00 – საბავშვო აქტივობები; 11:00-18:00 – მინი გოლფი, შაში, ბოულინგი; 3D მოდელირების ვორქშოფი; Snap circuits და lego spike ვორქშოპი, პრაქტიკული ტესტირება; დრონების ვორქშოპი; სათვალეების ვორქშოპი; პრაქტიკული ჩვენება; სკანირების ვორქშოპი; ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოპი; პრაქტიკული ტესტირება;
11: 00 -16:00 – მოსიარულე ორკესტრი, ოჩოები; 12:00 – 15:00 – ექსპერიმენტები; 13:00 – 15:30 – თეატრი; 14:00-22:00 – კვების ზონა და ბარი; 17:00 – პერფორმანსი; 17:10 – საქართველოს ჰიმნი; 19:00 – გალა კონცერტი;