26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება: 09:00 –18:00 სთ. თავდაცვის ძალების სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა – ფალიაშვილის ქუჩა; 10:30 სთ.- საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლის შემკობა; ცენტრალური მოედანი და ბულვარი : 11:00 -18:00 სთ. – საბავშვო აქტივობები; 11:00 -18:00 სთ. – მინი გოლფი , შაში, ბოულინგი; 3D მოდელირების ვორქშოფი; Snap circuits და lego spike ვორქშოპი, პრაქტიკული ტესტირება; დრონების ვორქშოპი; სათვალეების ვორქშოპი; პრაქტიკული ჩვენება; სკანირების ვორქშოპი; ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოპი; პრაქტიკული ტესტირება; 11:00 -16:00 სთ. – მოსიარულე ორკესტრი , ოჩოები; 12:00 – 15:00 სთ. – ექსპერიმენტები; 13:00 – 15:30 სთ. – თეატრი; 14:00 – 22:00 სთ. – კვების ზონა და ბარი; 17:00 სთ. – პერფორმანსი; 17:10 სთ. – საქართველოს ჰიმნი, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის შესრულებით; 19:00 სთ. – გალა კონცერტი, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი -დავით მაზანაშვილი, ბენდთან ერთად; წამყვანი – მსახიობი სალომე შარვაძე. მონაწილეები: აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, ტრიო „აპრილია“, „ჯორჯიან სიქსი“, ჯგუფი „გუფილენდი“. ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე! ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
May 22, 2026
რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ქუთაისში