სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 24 მაისს, ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება.
უახლოეს დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
წვიმა იქნება 26 მაისსაც, ხოლო 27 მაისს გამოიდარებს და დათბება, ღრუბლიანი დღე იქნება 28 მაისს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე აიწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.