May 24, 2026

ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარია, სოციალურ დახმარებას ვეღარ მიიღებენ

ოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, რომელსაც ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია დადგენილებაში.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 180 ათასზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას ჯამში 710,226 ადამიანი იღებს, მათ შორის, 370 ათასამდე არასრულწლოვანია.