May 25, 2026

„ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება წელს ცხრა ადამიანს მიენიჭა

ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება კიდევ ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელი გადასცა 9 გამორჩეულ თანაქალაქელს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული გამოჩენილ პირთა პატივგების კომისიის გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება მიენიჭათ:

  • ა. რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგს თამაზ ბარდაველიძეს,
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს თემურ ღვინიანიძეს,
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს მარია სილაგაძეს,
  • ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს ავთანდილ გეწაძეს,
  • ანსამბლ „ბერმუხას“ წევრს ავთანდილ სვანიძეს,
  • მსახიობ თენგიზ ჯავახაძეს,
  • მსახიობ ნანი მიქაძეს,
  • დამსახურებულ მწვრთნელს ავთანდილ თევდორაძეს
  • სპორტულ ჟურნალისტს იუზა კაციტაძეს.

ღვაწლმოსილ ქუთაისელებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. თანაქალაქელებს დამსახურებული აღიარება ქუთაისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მიულოცეს.