ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძლიერმა წვიმამ იმერეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა

25 მაისი, 2026 • Newpress • 19

ძლიერმა წვიმამ იმერეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა

ინტენსიური წვიმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. იმერეთში, მთელი ღამის განმავლობაში ინტესიურად წვიმდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, — დაიტბორა გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე, დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები, სოფლის ხიდები და დაირეცხა შიდა სასოფლო ქვიშა-ხრეშოვანი გზები. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდ-ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება. მუნიციპალიტეტების სამსახურები აქტიურ სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე განახორციელებენ.