საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საზეიმო თბილისსა და საქართველოს ქალაქებში დილიდან დაიწყება.
გამოფენილი იქნება თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღება და ტექნიკა, ასევე, მოხდება წვევამდელების მიერ ფიცის საზეიმოდ დადება.
საქართველომ რუსეთისაგან დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს, საღამოს 5 საათსა და 10 წუთზე გამოაცხადა. ამით დასრულდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 117-წლიანი პერიოდი (რაც 1801 წელს ანექსიით დაიწყო) და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ 3 წელი იარსება.
1991 წლის 9 აპრილს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველომ აღადგინა დაკარგული დამოუკიდებლობა. მოკლე ხანში რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წელი გავიდა, ამ დროისათვის ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.
„ნიუპრესი“ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!