ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება

26 მაისი, 2026 • Newpress • 11

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება

ქუთაისში სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ასევე სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.

ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქუთაისში სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ასევე სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა მოეწყო. საქართველოს დამოუკდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება.