ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლაში დაღუპული 23 წლის თემო ხადურის დედა სამართალს ითხოვს

29 მაისი, 2026 • Newpress • 12

თერჯოლაში დაღუპული 23 წლის თემო ხადურის დედა სამართალს ითხოვს

ამ დრომდე სამართალს ეძებს 2024 წელს თერჯოლაში დაღუპული 23 წლის თემო ხადურის დედა ნინო გვიშიანი. ოჯახის ინფორმაციით, შვილის ცხედარს სოფლის ღელეში 3 დღის შემდეგ მიაკვლიეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მას სიცოცხლის მომენტში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა. დედის მტკიცებით, როდესაც შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლებმა დამალეს ფაქტი, რომლის შესახებაც მხოლოდ ადგილობრივების მიერ […]

ამ დრომდე სამართალს ეძებს 2024 წელს თერჯოლაში დაღუპული 23 წლის თემო ხადურის დედა ნინო გვიშიანი. ოჯახის ინფორმაციით, შვილის ცხედარს სოფლის ღელეში 3 დღის შემდეგ მიაკვლიეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მას სიცოცხლის მომენტში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა. დედის მტკიცებით, როდესაც შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლებმა დამალეს ფაქტი, რომლის შესახებაც მხოლოდ ადგილობრივების მიერ თემოს გვამის პოვნის შემდეგ ჩვენებაში ისაუბრეს — მათი მტკიცებით, ისინი ახალგაზრდას მას შემდეგ აედევნენ, რაც მან პოლიციის მანქანის მიმართულებით ქვა ისროლა. ნინო გვიშიანი ფიქრობს, რომ მისი შვილი სასტიკი წამებისას შემოაკვდათ, რის შემდეგაც პოლიციელებმა მისი ცხედარი მდინარის ღელეში “მოიშორეს”. ამ ფაქტთან დაკავშირებით არცერთი პოლიციელი პასუხისგებაში არაა მიცემული. ოჯახის ინფორმაციით, ისინი ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებაში აგრძელებენ მუშაობენ.