1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
აქტივობები 12 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დაიწყება
დასწრება თავისუფალი იქნება თოჯინების თეატრის სპექტაკლზე ,,რწყილი და ჭიანჭველა,,
გაბაშვილის პარკში უფასო იქნება 5 ატრაქციონი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.
1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
