ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კონცერტი, თოჯინების თეატრის სპექტაკლი და ტკბილეული – ბავშვთა დღე ქუთაისში PHOTO

1 ივნისი, 2026 • Newpress • 14

კონცერტი, თოჯინების თეატრის სპექტაკლი და ტკბილეული – ბავშვთა დღე ქუთაისში PHOTO

ბავშვთა დღე ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მოეწყო სპორტული და სამხატვრო სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები, ჩატარდა ქუთაისში არსებული ბავშვთა ვოკალური სტუდიების კონცერტი და თოჯინების თეატრის სპექტაკლი “რწყილი და ჭიანჭველა”, პატარებს დაურიგდათ ტკბილეული. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მოადგილეებთან და ქუთაისის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძესთან ერთად, მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2026- ის და პატარა არქიტექტორთა კონკურსის “დიორამას”გამარჯვებულები დააჯილდოვა. ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში პატარებს ატრაქციონები მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.