ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა

3 ივნისი, 2026 • Newpress • 12

41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა

ინფორმაციას მისი ყოფილი კლუბი „ზესტაფონი“ ავრცელებს.

41 წლის ასაკში ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას მისი ყოფილი კლუბი „ზესტაფონი“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ვეტერანმა სპორტსმენმა ერთი კვირის წინ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა — ინფარქტი და გულის გაჩერება გადაიტანა, რის შემდეგაც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ჯაბა დვალს კარიერის განმავლობაში არაერთ ქართულ კლუბში, მათ შორის „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოსა“ და ბოლნისის „სიონში“ უთამაშია, სხვადასხვა დროს იყო მოლდოვური „დაჩიას“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღის“ ფეხბურთელიც. დვალი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია 127 გოლით. ჯაბა დვალს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული.