June 3, 2026

ჩვენ ვხედავთ მზაობას – რას აცხადებენ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობლები კობახიძესთან შეხვედრაზე

თითოეული კითხვა იყო მიმართული იმისკენ, რომ მართლაც გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრის მხრიდან – აცხადებს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი

მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. მაქსიმუმ ზეგ მომდევნო შეხვედრა გაიმართება, სადაც იმ საკითხებსაც გაივლიან, რომლებზეც დღეს საუბარი ვერ მოხერხდა.
„დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, გავცვალეთ ინფორმაციები, ჩვენ ვხედავთ მზაობას რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფის ფორმატი, ჩვენ დაახლოებით მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს გავივლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა.
ასევე მივაწოდეთ ჩვენ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენი პროცესები არ არის პოლიტიკურად მართული. მშობლები, რომლებიც ვართ ჩართული ამ პროცესში ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის მედიკამენტების მიღება, ის პროცესი რომ საზოგადოებამ გამოხატა სოლიდარობა ეს არ არის არავის მხრიდან მართული და ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმ პროცესებთან და იმ საჭიროებებთან რაც აუცილებელია ამ ბავშვებთან მიმართებში.
არანაირი კომუნიკაცია ჩვენ არ გქვონდა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა ეს, რომ თითქოს ფარმაცევტული მაფიის მართულები იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია და ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი.
… არაერთი მედიკამენტი, რომელიც აღიარაებულია როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში , ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა მედიკამენტები ამასთან მიმართებაში გაიცვალა ინფორმაციები და მიიღო საჭირო ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან რასაც ვითხოვდით ამ ხნის განმავლობაში – შეხვედრას, ყევლა ინფორმაცია მიწოდებულია პრემიერ-მინისტრთან, გავიარეთ ყველა საკითხი, მაგრამ დარჩა უამრავი საკითხი და ძირითადი გადაწყვეტილებები რაც უნდა გავიაროთ შემდგომში შეხვედრების დროს“,- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა მედიასთან საუბრისას.