ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი კაცი, რომელსაც ერთი თვეა ეძებდნენ, მდინარე მტკვარში იპოვეს – Newpress.ge

4 ივნისი, 2026 • Newpress • 10

ქუთაისელი კაცი, რომელსაც ერთი თვეა ეძებდნენ, მდინარე მტკვარში იპოვეს  – Newpress.ge

მაშველებმა ორი მამაკაცის ცხედარი გუშინ რუსთავში იპოვეს.

გუშინ რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. „ნიუპრესის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისიდან არის. ის თითქმის ერთი თვეა დაკარგული იყო და ეძებდნენ.

40 წლამდე მამაკაცის ამოცნობა ოჯახის წევრებმა შეძლეს. ცხედარს ქუთაისში ხვალ გადმოასვენებენ.

ცნობისთვის, მაშველებმა ორი მამაკაცის ცხედარი ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს. მეორე დაღუპული 50-წლამდე კაცია, რომელიც მტკვარში თავად გადახტა.