ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტრაგედია ქუთაისში – დაღუპულია 14 წლის ბიჭი, მისი თანატოლი გოგო დააკავეს

4 ივნისი, 2026 • Newpress • 13

ტრაგედია ქუთაისში – დაღუპულია 14 წლის ბიჭი, მისი თანატოლი გოგო დააკავეს

ავტოსაგზაო შემთხვევა საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე, ღამის საათებში მოხდა.

ქუთაისში 14 წლის ბიჭი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე, ღამის საათებში მოხდა. დაღუპული მეათეკლასელი გიორგი ხურციძეა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია მისი თანატოლი გოგო.

როგორც ირკვევა, მან დედის ავტომანქანა დაუკითხავად გამოიყვანა და თანატოლები ჩაისვა. ადგილობრივების თქმით, გიო მანქანიდან გადავარდა, რადგან ჩაწეულ ფანჯარაზე იჯდა, მას მანქანამ გადაუარა და ადგილზე დაიღუპა. ავტომანქანაში მყოფ სამ ახალგაზრდას დაზიანებები არ აქვთ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.