შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს. „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, აცხადებს შსს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთში ორი პირი დააკავეს
5 ივნისი, 2026 • Newpress • 5
მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები