ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ორმოები ქუთაისში – მოქალაქე რამდენიმე თვეა რეაგირებას ითხოვს

6 ივნისი, 2026 • Newpress • 12

ორმოები ქუთაისში – მოქალაქე რამდენიმე თვეა რეაგირებას ითხოვს

ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ ვითარება უცვლელია.

ორმოები ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირზე, – მოქალაქე სოციალურ ქსელში, ჯგუფში „ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები“ ფოტოებს აქვეყნებს და პრობლემაზე მიუთითებს: „ახალგაზრდობის გამზირი.. მთავარია კუნძულების და სამკუთხედების შენებაში, გზების დავიწროვებაში ფული მოიჭრას, დიდი ამბავი ცენტრალურ გზაზე, ქალაქში შემომავალი მანქანები თუ ილეწებიან. გამართული გზის და წამლისთვის მრავალთვიანი თხოვნები და აქციები უნდა აწყოს თურმე მოსახლეობამ, მოქალაქეს კი ყველა გადაცილებულ დღეზე გადასახადის გადაუხდელობაზე საურავები და ყადაღა”, – წერს მოქალაქე თინათინ ცხადაძე. მან აღნიშნული ორმოების ფოტოები სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინაც განათავსა და რეაგირებისთვის ქუთაისის მერიას მიმართა.