ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საყოველთაო ნათლობას პატრიარქი შიო დღეს პირველად ჩაატარებს

7 ივნისი, 2026 • Newpress • 15

საყოველთაო ნათლობას პატრიარქი შიო  დღეს პირველად ჩაატარებს

ცერემონია სამების ტაძარში გაიმართება.

მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის საყოველთაო ნათლობას დღეს პირველად გამართავს პატრიარქი შიო მესამე. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ცერემონია სამების ტაძარში გაიმართება. საღამოს 20:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, შიო III, ახალ ნათელღებულებს დალოცავს.

პატრიარქ ილია მეორეს ინიციატივით, მესამე და შემდგომი შვილების მასობრივი ნათლობის ტრადიცია საქართველოში უკვე მრავალი წელია ხორციელდება. მისი მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.