გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ატენში, – განაცხადებას შსს ავრცელებს. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი ბაქარ ბექაური მიმდინარე წლის 7 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ატენში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურას“, აცხადებს შსს. პოლიციელს 2 დღე ეძებდნენ.
პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს – გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო
7 ივნისი, 2026 • Newpress • 14
პოლიციელს 2 დღე ეძებდნენ.
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები