სომხეთის არჩევნერბში წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში 50.00%-ით ლიდერობს.
ამავე შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23.35%-ით.
მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“ 9.96%-ით. შედეგებით მეოთხეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 3.99%-ით.
მეხუთე ადგილზე მყოფმა პარტიამ – „ერთობის ფრთები“- არჩევნებში ხმების 2.28% -ი მოიპოვა.
პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის – 8%.
სომხეთის ეროვნული ასამბლეა, ერთპალატიანი პარლამენტი, შედგება მინიმუმ 101 წევრისაგან, რომლებსაც ხუთი წლის ვადით აირჩევიან პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 59% შეადგინა.