შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, კენიის, რუსეთის, ნიგერიის, ერაყის, კუბის, ლიბანის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომალის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 84 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
9 ივნისი, 2026 • Newpress • 31
გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები