ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

9 ივნისი, 2026 • Newpress • 34

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა.

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მამაკაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოებზე დასაქმებული მესამე სართულიდან, ხარაჩოდან გადმოვარდა და დაიღუპა.

შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერიის დაკვეთით მიმდინარეობდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.