June 11, 2026

რუსთავში ხელჩართული ჩხუბის დროს 45 წლის კაცი დაიღუპა

რესტორანში დაწყებული ჩხუბი, რომელიც ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებით დასრულდა.

ჩხუბი გარე სივრცეში მიმდინარეობდა, რა დროსაც 45 წლის კაცი წაიქცა და ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივერბის თქმით, ჩხუბში ათეულობით ადამიანი, მათ შორის ქალებიც მონაწილეობდნენ. მამაკაცს რომელიც დაიღუპა, თან არასრულწლოვანი შვილი ახლდა.

მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადა. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველების მიერ, გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ჩხუბში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შსს. ნ