ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სამართალი

სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო დახურეს

12 ივნისი, 2026 • Newpress • 103

სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო დახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტომ არაგეგმიური შემოწმება ჩაატარა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ს. კ. (მისამართი: სენაკი. რუსთაველის ქ. N180). უწყების ცნობით, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ხდებოდა ფრინველების დაკვლა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „მეწარმე სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.