June 12, 2026

ბრიუსელში გამართულ კონკურსზე ქუთაისისა და ბაღდათის სკოლების მასწავლებელმა ნანა მარღანიამ გაიმარჯვა

ბრიუსელში გამართული მსოფლიო კონკურსის ETF New Learning Award 2026 გამარჯვებული ქუთაისის 32-ე და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია გახდა.

ღონისძიებაზე ნანა მარღანია დამსწრე საზოგადოებამ, ადგილზევე გამართული კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით გამოავლინა გამარჯვებულად, პროექტით: „How Theatre and Simulation Games Drive Community Change in Georgia – My Village, My Pride“.

წელს ევროპის განათლების ფონდის (ETF) მიერ ორგანიზებულ პრესტიჟულ კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 500-მდე ინოვატორი პედაგოგი მონაწილეობდა,

კონკურსის გამარჯვებული კიდევ ერთი ქართველი მასწავლებელი ანა კინწურაშვილია, მას გამარჯვება ნომინაციაში – „სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ხელოვნების საშუალებით“ მოიპოვა. ორივე მასწავლებელი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის კლუბის წევრები არიან.