ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მდინარე ოღასკურას კალაპოტის 1.2-კილომეტრიანი მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

16 ივნისი, 2026 • Newpress • 88

მდინარე ოღასკურას კალაპოტის 1.2-კილომეტრიანი მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

პროექტის ღირებულება 4 893 422 ლარს შეადგენს

ქუთაისში ოღასკურას კალაპოტის 1.2-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება 4 893 422 ლარს შეადგენს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოების რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.