ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა 7 ოქროს მედალი მოიპოვეს

18 ივნისი, 2026 • Newpress • 100

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა 7 ოქროს მედალი მოიპოვეს

ჯამში მათ 24 სხვადასხვა სინჯის მედალი მიიღეს

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 24 სხვადასხვა სინჯის ( მათ შორის 7 ოქროს ) მედალი მოიპოვეს, – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათოვე ცნობით, ახალგაზრდა სპორტსმენებს ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებული მოსწავლეები და სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ფრენბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდები. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 24 სხვადასხვა სინჯის ( მათ შორის 7 ოქროს ) მედალი მოიპოვეს. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის ფრენბურთელთა გუნდები მალე გაემგზავრებიან ჩინეთში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე. ქალაქის მერმა გუნდების წევრებს სპორტული ფორმები გადასცა და წარმატებები უსურვა საერთაშორისო ასპარეზზე. შეხვედრაზე დავით ერემეიშვილმა ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ქუთაისის მერიის მიერ ხორციელდება ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.

თეგები: სპორტი