საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ თავის 25-ე საიუბილეო სეზონს 24 ივნისს გახსნის.
ფესტივალი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატულ თეატრში 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
„თეატრალური იმერეთი“ წლებია აერთიანებს პროფესიულ და სახალხო თეატრებს და რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად ითვლება.
ყველა სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.
წელს ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრები ჩაერთვებიან.ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის გარდა, წარმოდგენები ნაჩვენები იქნება ბაღდათის, სამტრედიის, ხონის,წყალტუბოს,თერჯოლისა და ხარაგაულის თეატრებშიც.