მეშვიდე წელი მიდის ე.წ. რეაბილიტაციის დასრულებიდან, ამ შვიდი წლის მანძილზე სხვადახვა ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ ზიანდება ორივე ტაძარი! მიზეზი ვითარების ვერ ფლობაში და მუდმივ ექსპერიმენტებშია, – ამის შესახებ „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ტაძარს დიდი ზიანი მიადგა, მაგრამ გადასარჩენი უფრო მეტია და ის უძვირფასეს ღირებულებას წარმოადგენს.
„წმინდა გიორგის დაზიანებული ტაძრის დროებით გადახურვას 2021 წლის თებერვლამდე ჯიუტად არ აპირებდნენ, ვიდრე, ფოტო მტკიცებულებები არ ჩამოვიტანეთ სახურავიდან, თუ როგორი მითითხნილი და ღიობებით სავსე იყო კრამიტის ფენილი.
2023-ში ექსპერიმენტებით კატასტროფის აღმოფხვრის მცდელობის მქონე მორიგი ჯგუფი (თავად რეაბილიტაციის კომიტეტი დაირქვეს) მოვიდა და საქმეს საპატრიარქო გაუძღვა.
ორივე მოხატული ტაძრის შემთხვევაში ითქვა, რომ 2020-2021 წლებში გაკეთებული დროებითი გადახურვა წყალს არ ატარებდა და ახლის ( PVC თეთრი ტენტი) გამართვამდე მშვიდად უნდა ვყოფილიყავით.
ეს რომ სიბრიყვე იყო მთავარ ტაძარში მარტის ინფილტრაციამ, მათ მიერვე გაკეთებულმა ზონდაჟებმა და ბევრმა სხვა ფაქტმა დაადასტურა, რაზეც ვრცლად გვისაუბრია.
საბოლოოდ, ყველაფერი “სტიქიას” დაბრალდა.
ასეთი არ უნახავს გელათსო.
თუმცა, მათ მიერვე მოწვეული სპეციალისტის კვლევის ხვეულებში მიმდინარე შესაძლო ინფილტრაციის კვალზე ვკითხულობთ, სადაც, წყლის შეღწევის სავარაუდო წყაროდ სახურავიც არის ნახსენები.
ICOMOS -ის რეკომენდაციის მიუხედავად, წმინდა გიორგის ტაძრის გამართული და უსაფრთხო გადახუდვა ამ დრომდე არ მომხდარა.
ანუ, მათივე ექსპერტის მიერ ნახსენები შესაძლო ინფილტრაცია მიმდინარე პრობლემაა.
️მეშვიდე წელი მიდის ე.წ. რეაბილიტაციის დასრულებიდან
ამ შვიდი წლის მანძილზე სხვადახვა ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ ზიანდება ორივე ტაძარი!
მიზეზი ვითარების ვერ ფლობაში და მუდმივ ექსპერიმენტებშია.
ცხადია, მცდელობა აქვთ, მაგრამ ხშირად დამაზიანებელი გადაწყვეტების იდეალურად წარმოჩენაში ტყუილებსაც კადრულობენ, რაზეც აქამდეც გვისაუბრია და მომავალშიც მოგვიწევს.
სამი დღის წინ, როცა, ფეისბუქზე გელათის ირგვლივ მორიგი შემოვლითი, ზედაპირული და პრიმიტიულ წარმოდგენებთან მიახლოებული აფორიაქება შეიმჩნეოდა იტალიურ სარესტავრაციო ერთ-ერთ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმი გაასაჯაროეს სადაც საოცარ წინადადებას ვკითხულობთ:
“მხარეები ითანამშრომლებენ წმინდა გიორგის ტაძრის გეგმიურ და პრევენციულ კონსერვაციასა და ს ა პ ი ლ ო ტ ე რესტავრაციაში.”
გადაამზადებენ სპეციალისტებს.
მოაწყობენ სემინარებს, კონფერენციებს, ვორქშოფებს…
ანუ, გამოდის რომ მძიმე დღეში მყოფი ძეგლი ამათ პროფესიულ ზრდას უნდა დაელოდოს, ან იძულებით ჩაერთოს მათი კვალიფიკაციის საკუთარ კედლებზე ამაღლების მცდელობაში?!
ექსპერიმენტალურ ლაბორატორიად ქცეულ გელათს მეშვიდე წელია ვუყურებთ.
ს ა პ ი ლ ო ტ ე რაღაც ახალია!
იმედია, აგვიხსნიან მაინც ამ საეჭვო კონსტრუქციაში რა ტიპის შინაარსი დევს.
რაც შეეხება, მხოლოდ სოც ქსელებში მართულ ზედაპირულ აფორიაქებებს, ზოგიერთს უხერხულობაც უნდა აწუხებდეს ახლა თუ შეიტყო გელათის მძიმე ბედის შესახებ.
სადღაც ისიც გაისმა, რომ გელათი აღარ არსებობს.
️გელათი ხელისუფლებამ მძიმედ დააზიანა!
გვაქვს მიმდინარე დანაკარგებიც!
ტენიანობა უტევს მთელს ინტერიერს!
მაგრამ,
სწორედ იმიტომ არის ბრძოლა სწორი მეთოდებით საჭირო,
რომ,
დანაკარგის მიუხედავად გადასარჩენი უფრო მეტია და ის უძვირფასეს ღირებულებას წარმოადგენს!“, – წერს თორნიკე ბარათაშვილი