ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში 133,857 უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს

22 ივნისი, 2026 • Newpress • 102

საქართველოში 133,857 უცხოეთის მოქალაქე ცხოვრობს

მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი რუსეთისა და ინდიოეთის მოქალაქეები არიან.

2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 3 მილიონ 930 ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქედან საქართველოს მოქალაქე 3,795,724 ადამიანია. მოსახლეობის 3.9%, ანუ 133,857 ადამიანი არის უცხოეთის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

  1. რუსეთის მოქალაქე – 37,715 ადამიანი;
  2. ინდოეთის მოქალაქე – 23,925 ადამიანი;
  3. უკრაინის მოქალაქე – 11,542 ადამიანი;
  4. აზერბაიჯანის მოქალაქე – 8,309 ადამიანი;
  5. სომხეთის მოქალაქე – 5,381 ადამიანი;
  6. თურქეთის მოქალაქე – 5,262 ადამიანი;
  7. ბელარუსის მოქალაქე – 4,473 ადამიანი;
  8. ირანის მოქალაქე – 4,322 ადამიანი;
  9. ისრაელის მოქალაქე – 3,244 ადამიანი;
  10. იორდანიის მოქალაქე – 3,037 ადამიანი.

საქსტატმა ეს მონაცემები დღეს გამოაქვეყნა.

საქართველოს მოსახლეობის წინა აღწერით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა საქართველოს მოსახლეობა 3,713,000-ს შეადგენდა.

თეგები: დემოგრაფია