ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რატომ მიდის “ნაციონალების” აქციაზე ქუთაისის ვიცე-მერი?

28 მარტი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 21

რატომ მიდის “ნაციონალების” აქციაზე ქუთაისის ვიცე-მერი?

„მე საერთოდ გავწყვეტდი ურთიერთობას რუსეთთან. დამპყრობელი ვისაც მეგობარი ჰგონია, ეს მისი პოზიციაა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე ასე ფიქრობს. რუსეთი ჭაობია და თუ საქართველო მას აირჩევს, ის ჩამორჩენილი რუსეთის კიდევ უფრო ჩამორჩენილი პროვინცია იქნება,“ – ამბობს ძოწენიძე.

ქალაქის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე 19 აპრილს, თბილისში, „ნაციონალების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე წასვლას მნიშვნელოვნად თვლის.

ვიცე-მერის განცხადებით, ევროპული კურსი ქვეყნის გადარჩენის გზაა. ხოლო თუ საქართველო უარს იტყვის ევროინტეგრაციაზე, ის ყრუ და ჩამორჩენილი რუსეთის, კიდევ უფრო ჩამორჩენილი პროვინცია იქნება.

„მე საერთოდ გავწყვეტდი ურთიერთობას რუსეთთან. დამპყრობელი ვისაც მეგობარი ჰგონია, ეს მისი პოზიციაა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე ასე ფიქრობს. რუსეთი ჭაობია და თუ საქართველო მას აირჩევს, ის ჩამორჩენილი რუსეთის კიდევ უფრო ჩამორჩენილი პროვინცია იქნება,“ – ამბობს ძოწენიძე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალები“ 19 აპრილს თბილისში დაანონსებულ აქციაზე ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრეებს ეპატიჟებიან.

თეგები: ნაციონალების აქციაქართული ოცნებაქუთაისის ვიცე-მერი