ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის მერიას მხოლოდ 2 პროექტს უფინანსებს

29 მარტი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 21

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის მერიას მხოლოდ 2 პროექტს უფინანსებს

რეგიონული განვითარების სამინისტრო ქუთაისის მერიას უწყებაში გაგზავნილი 13 პროექტიდან მხოლოდ ორ პროექტს უფინანსებს.
როგორც newpress.ge-სთვის გახდა ცნობილი, სამინისტრომ ქუთაისში გზების მოწყობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის მერიას უწყებაში გაგზავნილი 13 პროექტიდან მხოლოდ ორს უფინანსებს.

როგორც newpress.ge-სთვის გახდა ცნობილი, სამინისტრომ ქუთაისში გზების მოწყობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ქუთაისის მერიამ სამინისტროს 27 მილიონი ლარის ღირებულების 13 პროექტი გაუგზავნა.

პროექტები ქალაქში გზებისა და მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის გარდა, სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას, ქალაქში არსებული ე.წ. „მაწანწალა ძაღლებისათვის“ თავშესაფრის მოწყობას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებდა.

როგორც ცნობილი ხდება, სამინისტროს მიერ დაფინანსებული 2 პროექტის ღირებულება 15 მილიონს შეადგენს.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისათვის სამინისტრო ტენდერს თავად გამოაცხადებს. ხოლო ძაღლსაფარის მოსაწყობად ზრუნვა მერიას მის მიერვე მოძიებული ფინანსების მეშვეობით მოუწევს.

თეგები: ინფრასტრუქტურის სამინისტროინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისშიქუთაისის მერია