ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საკრებულოზე “ნაციონალების” 4 ხმას 17 დეპუტატი დაუპირისპირდა

12 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 22

საკრებულოზე “ნაციონალების” 4 ხმას 17 დეპუტატი დაუპირისპირდა

“ნაციონალებმა” დღის წესრიგიდან იმ საკითხის ამოღება მოითხოვეს, რომელიც ქუთაისის მოქმედი მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს.

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე უმცირესობაში მყოფმა “ნაციონალებმა” დღის წესრიგიდან იმ საკითხის ამოღება მოითხოვეს, რომელიც ქუთაისის მოქმედი მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს. საკითხი “ნაციონალმა” დეპუტატმა გია უკლებამ დააყენა, თუმცა მას მხარი მხოლოდ 4–მა დეპუტატმა დაუჭირდა. წინააღმდეგ ხმა 17–მა დეპუტატმა მისცა. “ნაციონალები” ქუთაისის საკრებულოში, დღეის მდგომარეობით, 8 დეპუტატით არიან წარმოდგენლინი. თუმცა დღევანდელ სხდომას მხოლოდ 4 “ნაციონალი” ესწრება.

თეგები: ბესიკ ბრეგაძესაკრებულოქუთაისის მერია