ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“პატრიოტები”: “მერის გადაყენებით საზოგადოების მოთხოვნა შევასრულეთ”

12 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 18

“პატრიოტები”: “მერის გადაყენებით საზოგადოების მოთხოვნა შევასრულეთ”

“პატრიოტების” ფრაქციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მერის გადაყენების მოთხოვნა საკრებულოს სხდომაზე მათ არგუმენტებით გაამყარეს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის კახა ნემსიწვერიძის თქმით, ქალაქის მერის, ბესიკ ბრეგაძის თანამდებობიდან გადაყენებით „პატრიოტებმა“ საზოგადოების დაკვეთა შეასრულეს.

ნემსიწვერიძის თქმით, თავის დროზე ბესიკ ბრეგაძის თანამდებობაზე დანიშვნას მათ მხარი დაუჭირეს, თუმცა როგორც ნემსიწვერიძე ამბობს, მერმა ვერ გაამართლა.

„პატრიოტების“ ფრაქციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მერის გადაყენების მოთხოვნა საკრებულოს სხდომაზე მათ არგუმენტებით გაამყარეს. არგუმენტებად კი ნემსიწვერიძე იმ ფაქტებს ასახელებს, რომ მერი ხშირად დადიოდა მივლინებებში, ხოლო შედეგები საკრებულოს სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ბრეგაძის გადაყენებას ნემსიწვერიძე იმითაც ამართლებს, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ჩავარდა.

„მერობის კანდიდატზე ჩვენი ფრაქცია ითანამშრომლებს პრემიერთან. საკრებულოზე რაც ხდებოდა, დღეს ყველამ სახე გამოაჩინა. საზოგადოება ჩვენგან მყარ და ზუსტ ნაბიჯებს ელოდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის,“ – ამბობს ნემსიწვერიძე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ყოფილმა „ნაციონალებმა“ ქალაქის მერს, ბესიკ ბრეგაძეს თანამდებობა დაატოვებინეს.

თეგები: მერის გადადგომაქუთაისის მერიაქუთაისის საკრებულო