ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სიყვარულის დღე ქუთაისში კონცერტით და საქველმოქმედო აქციით აღინიშნება

15 აპრილი, 2013 • ეკა კუხალაშვილი • 21

სიყვარულის დღე ქუთაისში კონცერტით და საქველმოქმედო აქციით აღინიშნება

15 აპრილი, “ქართული სიყვარულის” დღე ქუთაისში მარიტა როხვაძის, დათუნა მგელაძისა და თბილისიდან მოწვეული ჯგუფების კონცერტით აღინიშნება

ქუთაისში კინოთეატრ “მონ–პლაზირის” ტერიტორიაზე კონცერტისთვის მზადება დილიდან დაიწყო. 15 აპრილი, “ქართული სიყვარულის” დღე ქუთაისში სოლო მომღერლების (მარიტა როხვაძე, დათუნა მგელაძე) და თბილისიდან მოწვეული ჯგუფების (თბილი-სი, svansikh,loudspeakers) კონცერტით აღინიშნება. ქალაქის მერიის კულტური სამსახური, აღნიშნულ ღონისძიებას 15 200 ლარით აფინანსებს.
ღონისძიების ფარგლებში საქველმოქმედო აქცია გაიამრთება, ჟურნალისტ თორნიკე ხურციძის ინიციატივით. ჯიშკარიანების ხელმოკლე ოჯახის მხარდასაჭერად ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა მოეწყობა. აქციას, ასევე, შეუერთდება ფოტოგრაფი (newpress-ის ჟურნალისტი) სოფო ბობოხიძე. ბობოხიძე ღია ფოტოსტუდიას მოაწყობს, სადაც ფოტოს გადაღება ფასიანი იქნება. გამოფენიდან და ფოტოგადაღებებიდან შემოსული თანხა ჯიშკარიანების ოჯახს გადაეცემა. კონცერტი დღეს 14:00 საათხზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

თეგები: კონცერტიქართული სიყვარულის დღექველმოქმედება