ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “ნაციონალების” აქტივისტი სცემეს

17 აპრილი, 2013 • ნიუპრესი • 19

ქუთაისში “ნაციონალების” აქტივისტი სცემეს

ირაკლი გვალია მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

ქუთაისში “ნაციონალების” აქტიური მხარდამჭერი, ირაკლი გვალია სცემეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს, სასტუმრო “თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

გვალია ორმა უცნობმა პირმა იმ დროს სცემა, როდესაც ის მაღაზიიდან გარეთ გამოდიოდა.

ირაკლი გვალია მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს. რადგან ის ქალაქის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, სადაც მერი გადააყენეს, “ნაციონალებს” გულშემატკივრობდა და ოპონენტების მიმართ რეპლიკებით გამოირჩეოდა.

ამ წუთებში ირაკლი გვალიას, მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე, საჩივარი შეაქვს ქალაქის პოლიციის სამმართველოში.

თეგები: ზეწოლანაციონალებიქუთაისი