ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

24 აპრილი, 2013 • თეკლა მორგოშია • 24

ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

ცაგარეიშვილი თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე, მომავალი კვირიდან დაემშვიდობება.

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი თემურ ცაგარეიშვილი თანამდებობს ტოვებს.
ცაგარეიშვილი თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე, მომავალი კვირიდან დაემშვიდობება.
არსებული ინფორმაციით, საფინანსო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან წასვლას ახალ მთავრობის მოსვლასა და ქუთაისის მერიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. თუმცა, თემურ ცაგარეიშვილი მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებს.
newpress–ის ინფორმაციით, თემურ ცაგარეიშვილი მერიის დასუფთავების ქვეკონტრაქტორ შპს “ქუთაისსერვის ჯგუფის” დირექტორის მეორე მოადგილედ ინიშნება. ცაგარეიშვილს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის პოსტი 2010 წლიდან უჭირავს. მანადე ის ქუთაისი ვიცე მერი იყო. ასევე, გახლდათ საქართველოს საწარმოთა მართვის სააგენტოში შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის მერიაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თანამდებობიდან სხვა სამსახურის უფროსებიც წავიდნენ. მათ შორის არის ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ვალერი კლდიაშვილი.

თეგები: თემურ ცაგარეიშვილისაკადრო ცვლილებებიქუთაისის მერია