ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სხვა შუა დღე” თეთრი ხიდიდან [Photo]

27 აპრილი, 2013 • ეკა კუხალაშვილი • 27

“სხვა შუა დღე” თეთრი ხიდიდან [Photo]

გადაცემის თემაა ქუთაისი, კერძოდ კი “გვირილობის” დღესასწაული.

ქუთაისში, თეთრ ხიდზე ტელეგეადაღებები მიმდინარეობს. გადაღებებს “რუსთავი 2” –ის გადაცემა “სხვა შუა დღე” –ს შემოქმედბითი ჯგუფი აწარმოებს.
გადაცემის თემაა ქუთაისი, კერძოდ კი “გვირილობის” დღესასწაული.
ჩანაწერი “რუსთავი 2″– ის ეთერში ორ მაისს გავა და მთლიანად ქუთაისს დაეთმობა. ქალაქის ისტორიას და მის ღირშესანიშნაობებს, თუმცა მთავარი ხაზი მაინც “გვირილობის” ქუთაისური დღესასწაული იქნება.


“ძალიან ბევრი დაგვრჩა ქუთაისში გადასაღები, ვერ გავწვდით ყველაფერს. მაგრამ შეძლებისდაგვარად გვინდა, რომ მთელი ეს ორსაათანახევარი მივუძღვნათ ქუთაისს და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ “გვირილობის” ლამაზი ტრადიცია”, –ამბობს გადაცემის პროდიუსერი თამუნა კვერნაძე.
“გვირილობა” გადაცემის წამყვანების სამოსის აქსესუარებშიც აისახა. ისინი თეთრ ხიდზე სახელდახელოდ მოწყობილი სტუდიიდან გვირილების ფონზე საუბრობდნენ ქუთაისზე.

აღნიშნული ჩანაწერი 2 მაისს გავა “რუსთავი 2″– ის ეთერში, თუმცა იქნება პირდაპირი ჩართვა ქუთაისში გამართულ ორმაისობის დღესასწაულიდან, რომელიც ქალაქშისავარაუდოდ ნაკლებ პომპეზურად აღინიშნება. გადაცემას მასპინძლობას ქალაქის მერიის კულტურის სამსახური უწევდა, რომლის ხელმძღვანელიც, თემურ ცამციშვილი, ამ კონკრეტული გადაცემის თანაწამყვანიც იქნება.

თეგები: ორმაისობასხვა შუა დღექუთაისი