ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა იმერეთის რეგიონში მოქმედ მოსამართლეებთან დახურული შეხვედრა გამართა. შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კუბლაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კოტე კუბლაშვილის შეხვედრა რეგიონებში ყოველ თვეში იმართება და დღევანდელი შეხვედრაც ერთ–ერთი რიგითი სამუშაო შეხვედრა იყო.
კოტე კუბლაშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა
27 აპრილი, 2013 • ნიუპრესი • 27
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იმერეთის რეგიონში მოქმედ მოსამართლეებთან დახურული შეხვედრა გამართა.
თეგები: კოტე კუბლაშვილი • სასამართლო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები