ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გუბაზ სანიკიძე ქუთაისელებთან შეხვედრაზე აგვიანებს

28 აპრილი, 2013 • ანა ჯანაშია • 23

გუბაზ სანიკიძე ქუთაისელებთან შეხვედრაზე აგვიანებს

მაჟორიტარ დეპუტატს თავიანთი პრობლემები, ქუთაისში მცხოვრებმა 85 – მა მოქალაქემ გააცნო.

მას შემდეგ რაც, ქუთაისელებმა გუბაზ სანიკიძეს კაბინეტის კარი დაულუქეს, დეპუტატმა, მოქალაქეებთან შეხვედრები დაიწყო.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს ხუთშაბათობით ხვდება.

მიმდინარე კვირის ხუთშაბათს გამართულ შეხვედრას newpress.ge დაწყებიდან დასრულებამდე ადევნებდა თვალს.

მაჟორიტართან 12:00 საათზე დაგეგმილი შეხვედრა 13:00 საათზე დაიწო. რადგან გუბაზ სანიკიძემ ბიუროში მისვლა ერთი საათით დააგვიანა.

დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა გელა გაბადაძემ, მაჟორიტარის დაგვიანება სანიკიძეს ქალაქში არყოფნით ახნსა.

დღის მანძილზე, მაჟორიტარს თავიანთი პრობლემები, ქუთაისში მცხოვრებმა 85 – მა მოქალაქემ გააცნო. მათ გუბაზ სანიკიძეს ძირითადად სამი: დასაქმების, ჯანმრთელობის და იპოთეკური სესხის პრობლემით მიმართეს.

მაჟორიტარ დეპუტატთან ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეების შეხვედრა 22:00 საათამდე გაგრძელდა.

თეგები: გუბაზ სანიკიძევიდეო სიუჟეტიმაჟორიტარი დეპუტატიქუთაისი