ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მერიის თანამშრომლებს გაფრთხილება მისცა

29 აპრილი, 2013 • თეკლა მორგოშია • 21

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მერიის თანამშრომლებს გაფრთხილება მისცა

კაჭკაჭიშვილმა, მერიის თანამშრომლებს მოუწოდა უფრო ორგანიზებულად და დატვირთვირთულად იმუშაონ.

“ამიერიდან უნდა მივეჩვიოთ, დავალებების წერილობით მიღებას და წერილობითვე პასუხების გაცემას”, – ეს გაფრთხილება დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, მერიის სამსახურის უფროსებს მისცა.
კაჭკაჭიშვილმა სამსახურის უფროსებისგან ის პრობლემური საკითხები მოისმინა, რომელიც ორმაისობას და აღდგომის დღესასწაულს უკავშირდებოდა. სამსახურის უფროსებთან და ტერიტორიული მართვის ორგანოებთან გამართულ შეხვედრაზე, ძირითადი პრობლემა სასაფლაოებთან მისასვლელი გზის და ტრანსპორტირების პრობლემა აღმოჩნდა.
კაჭკაჭიშვილმა, მერიის თანამშრომლებს მოუწოდა მიმდინარე კვირას უფრო ორგანიზებულად და დატვირთვირთულად იმუშაონ. “ორმაისობა წინ არის და სტუმრებს ველოდებით. მართალია, წელს ეს ღონისძიება ისეთივე მასშტაბური ვერ იქნება. თუმცა, ორგანიზებას და მოწესრიგებულ მუშაოაბას მაინც საჭიროებს”, – განმარტა ნიკო კაჭკაჭიშვილმა. მისივე თქმით, ქალაქში ისეთი ღონისძიების შემთვევაში, რომელიც გზების გადაკეტვას გამოიწვევს, აუცილებელია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წინასწარ ეცნობოს.

თეგები: ნიკო კაჭკაჭიშვილისაგანგებო თათბირიქუთაისი