ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელებს აღდგომის დღესასწაულზე უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

3 მაისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 18

ქუთაისელებს აღდგომის დღესასწაულზე უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

5 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მოსახლეობას უფასო ტრანსპორტი მომემსახურება.

5 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მოსახლეობას უფასო ტრანსპორტი მომემსახურება. ქალაქში არსებული სასაფლაოების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას მერიის მიერ გამოყოფილი 6 ერთეული მირკოავტობუსი უზრუნველყოფს.

5 მაისს უფასო ტრანსპორტი 9:00 სათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

საფიჩხია–ოღასკურა–გორა–საქუსლიას სასაფლაოების მიმართულებით ორი ერთეული მირკოავტობუსი დაინიშნება.

ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ერთი ერთეული მიკროავტობუსი ვარდიგორას სასაფლაოსკენ იმოძრავებს.

წითელი ხიდიდან ძელქვიანის და ავანგარდის სასაფლაოების მიმართულებით მგზავრებს თითო–თითო მიკროავტობუსი გადაიყვნს. ასევე ერთი სატრანსპორტო საშუალება იქნება გათვალისწინებული ოღასკურიდან ქვიტირის სასაფალოსკენ.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ 5 მაისს ქალაქში დანიშნული უფასო ტრანსპორტის პარალელურად, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

თეგები: უფასო ტრანსპორტიქუთაისიქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახური