ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ცეცხლმოკიდებულია ქუთაისის ბაზარი” [Video]

3 მაისი, 2013 • ანა ჯანაშია • 42

“ცეცხლმოკიდებულია ქუთაისის ბაზარი” [Video]

ქუთაისის ბაზარში, გაძვირებული პროდუქტების მიუხედავად, მყიდველების ნაკადი დილიდან არ შემწყდარა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის ბაზარში პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა.

“ცეცხლმოკიდებულია ქუთაისის ბაზარი, ისეთი სიძვირეა. მაგრამ რაც არ უნდა ღირდეს, აუცილებელია ოჯახში პროდუქტები მიიტანო და სუფრაზე სააღდგომოდ ყველაფერი გქონდეს,” – ამბობს ქუთაისში მცხოვრები რამაზ გიორგაძე.

სრულყოფილი სააღდგომო სუფრისთვის, ბაზარში მყოფი დიასახლისების თქმით, მინიმუმ 300 ლარია საჭირო.

ქუთაისის ბაზარში ფასებმა, როგორც ირკვევა, გარკვეულ პროდუქტებზე: კვერცხზე, ნიგოზზე, ბოსტნეულზე და ხილზე მოიმატა. ხოლო ხორცისა და ყველის ფასი უცვლელი დარჩა.

“ყველი ისევ 6 ლარი ღირს, ხორცი კი 12 ლარი. საქმე იმაშია, რომ ყველა ამ დღისთვის ინახავდა ყველს, რამაც ფასების გაძვირება ძირითადად ბოსტნეულზე და ხილზე გამოიწვია,” – ამბობენ ქუთაისის ბაზარში მყოფი გამყიდველები.

ქუთაისის ბაზარში 1 კგ პომიდორისა და ბადრიჯნის ფასი 4–დან 5–ლარამდე, ხოლო ვაშლისა და ფორთოხლის ფასი 3–დან 4–ლარამდე მერყეობს. 1 კილოგრამი ნიგვზის ფასი, საშუალოდ 23 – 25 ლარია.

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაზარში, გაძვირებული პროდუქტების მიუხედავად, მყიდველების ნაკადი დილიდან არ შემწყდარა.

თეგები: აღდგომაფასებიქუთაისი