ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი “ნაციონალები” პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით თხოვნას უგზავნიან

10 მაისი, 2013 • თეკლა მორგოშია • 24

ქუთაისელი “ნაციონალები” პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით თხოვნას უგზავნიან

“ნაციონალი” დეპუტატები პარლამენტის ქუთაისში დარჩენას ითხოვენ. ისინი მხარდაჭერას საკრებულოში მყოფი კოლეგებისგანაც ელოდებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” წევრები წერილობითი თხოვნით მიმართავენ.
“ნაციონალი” დეპუტატები პარლამენტის ქუთაისში დარჩენას ითხოვენ.
წერილი ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ფრაქცია “მაჟორიტარების” წევრებმა ერთობლივად მოამზადეს.
“ჩვენ გვინდა პარლამენტი დარჩეს ქუთაისში, რადგან ამით იმერეთის რეგიონი განვითარდეს. იმედი გვაქვს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს,” – ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “მაჟორიტარების” თავმჯდომარე, დავით გოგისვანიძე.
ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” წევრები მხარდაჭერას საკრებულოში მყოფი კოლეგებისგანაც ელოდებიან.
დაუჭერს თუ არა მხარს, “ნაციონალების” თხოვნას ქალაქის საკანონმდელბლო ორგანო, ცნობილი დღეს, საკრებულოს სხდომაზე გახდება, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

თეგები: პარლამენტისაკრებულოქუთაისი