ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

კულტურა

ქუთაისში „თეატრალური იმერეთი 2026“ გაიხსნა

25 ივნისი, 2026 • ირინა მაკარიძე • 339

ქუთაისში „თეატრალური იმერეთი 2026“ გაიხსნა

ფესტივალი უკვე 25 წელია თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა. 

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მე-17 საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2026“ გაიხსნა.


ფესტივალი უკვე 25 წელია თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა.  მასში საქართველოს და უცხოეთის თეატრალური დასები მონაწილეობენ.

საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეგები: კულტურახელოვნება